ლიეტუვას საგარეო საქმეთა მინისტრი, გაბრილიუს ლანდსბერგისი უკრაინაში ჩავიდა და უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრს შეხვდა. დმიტრო კულებამ twitter-ზე ფოტო გაავრცელა და ლანდსბერგისს მადლობა გადაუხადა.
"მივესალმები ჩემს ლიეტუველ მეგობარ გაბრილიუს ლანდსბერგის. პირველი საგარეო საქმეთა მინისტრის ვიზიტი უკრაინაში, შეჭრის შემდეგ. ლიეტუვას მხარდაჭერა გაუტეხავია - ორმხრივად ევროკავშირისა და ნატოს ფარგლებში. ჩვენ ვმუშაობთ უკრაინის ევროკავშირში გაწევრიანების დაჩქარებაზე. რუსეთმა პასუხი უნდა აგოს თავის დანაშაულებზე" - წერს კულება.