
უკრაინაში Fox news-ის ოპერატორი დაიღუპა. ინფორმაციას Fox news-ის ქართველი ჟურნალისტი ნანა საჯაია ავრცელებს.
"მძაგს ამის დაწერა, მაგრამ უნდა დავწერო. უკრაინაში ჩვენი ოპერატორი - პიერ ზაკრზევსკი დაიღუპა.",-წერს საჯაია Facebook-ზე.
ცნობისთვის, გუშინ 14 მარტს კიევთან ახლოს Fox news-ის ჟურნალისტი დაჭრეს, მისი მდგომარეობა ამ დროისთვის კრიტიკულია. ოპერატორი პიერ ზაკრზევსკი სწორედ მასთან ერთად იმყოფებოდა.