ოკუპანტები კიევის აღების გეგმის შემუშავებას აგრძელებენ - ზელენსკის მიმართვა

გამოქვეყნდა:

პუტინის ომის დაწყებიდან მე-20 დღე შეაჯამა უკრაინის პრეზიდენტმა გავრცელებულ ვიდეომიმართვაში. ვოლოდიმირ ზელენსკი ამბობს, რომ ოკუპანტები აგრძელებენ ავიაიერიშებს, მიიწევენ კიევისკენ და ხოცავენ მშვიდობიან მოსახლეობას.

ზელენსკი მიმართვაში დღევანდელი ონლაინ შეხვედრის შესახებაც საუბრობს, რომელიც დიდი ბრიტანეთისა და დასავლეთის სხვა ლიდერებთან გამართა

"8 წლიანი ომი უკრაინას წინააღმდეგ - სრულმასშტაბიანი შემოჭრის მე-20 დღე. 
ჩვენ სიცოცხლისთვის ვიბრძვით. ვიგერიებთ რაკეტებს, ავიადაბომბვას, ტანკებს და ჭურვებს.  რუსეთი ჩვენს გასანადგურებლად ყველაფერს იყენებს.  ამასთან თავსაც ინადგურებს. უკრაინის ტერიტორიაზე ყოველი გასროლა და ყოველი დაბომბვა რუსეთის თვითგანადგურების,  თვითიზოლაციის, სიღარიბისა და დეგრადაციის გამოძახილია. 

მთელი ღამე დაძაბული იყო. სარაკეტო იერიშებით განადგურდა დნიპროს აეროპორტი და ხარკოვის რამდენიმე დასახლებული პუნქტი. ომი გრძელდება ჩუგოევსა და იზიუმში. რივნეში მიტანილი იერიშების შედეგად განადგურებული სასტუმროს ნანგრევებში ადამიანებს ამ დრომდე ეძებენ. დაღუპულთა რაოდენობამ 19-ს უკვე მიაღწია. ძველი ჩერნიგევი და ოსტერი რუსეთის მხრიდან იმდენად დიდ შეტევებს განიცდიან რომ თუ რუსეთთან რაიმე კულტურული ბმა ჰქონდათ - ისიც წაიშალა. 

ოკუპანტებს ფესვები, სული და მეხსიერება არ აქვთ. რუსებმა კიევს და კიეველებს შეუტიეს. 4 მრავალსართულიანი სახლი დაინგრა. ნანგრევებში ადამიანებს ამ დრომდე ეძებენ. დაღუპულია 5 ადამიანი. რუსებო - რუსულად მოგმართავთ. მე ვსაუბრობ ქალაქ კიევში, რომელსაც ქალაქების დედად მოიხსენიებდით.  ქალაქი, რომელმაც ჩვენი ერების ისტორია ჩამოაყალიბა თქვენ დღეს დაბომბეთ.  უბრალო ადამიანები და დასახლებული პუნქტები. დაბომბეთ და ისევ ბომბავთ. კიევს თქვენნაირი შვილები არ სჭირდება. მადლობა. 

ოკუპანტები კიევის აღების გეგმის შემუშავებას აგრძელებენ. მიაჩნიათ რომ კიევზე კონტროლის დამყარება, უკრაინაზე კონტროლის დამყარებას ნიშნავს. ეს აბსურდია. 
მარადიული ხსოვნა ყველას ვინც უკრაინისთვის დაიღუპა. დიდება მათ.

დღეს ჩვენს დასავლელ პარტნიორებს ვესაუბრე. მეგობრებს ვესაუბრე იმ თემებზე, რაც ჩვენს მოქალაქეებს აინტერესებთ. რუსების მიერ ჩვენი ქვეყნის მიმართულებით გამოშვებული 800 რაკეტიდან თითოეული არის პასუხი ნატოს შესახებ დასმულ დიდი ხნის კითხვაზე, არის თუ არა ნატოს კარები ღია !! ეს კარები ღია რომ იყოს, უკრაინის 20 დღე არ დასჭირდებოდა ალიანსის დასარწმუნებლად რომ უკრაინის ცა უნდა ჩაკეტოს.  ჩვენი ჯერჯერობით არ ესმით, ან არ უნდათ რომ გაიგონ. ზოგიერთი ქვეყანა ამბობს რომ არ შეუძლია, რადგან შესაძლებელია ეს ესკალაციამდე, ან მესამე მსოფლიო ომამდე მივიდეს. 

მაინტერესებს რას იტყვიან თუ რუსები ევროპისკენ წავლენ და სხვა ქვეყანას შეუტევენ. დარწმუნებული ვარ ზუსტად ისე მოიქცევიან როგორც უკრაინასთან. ალიანსის მეხუთე მუხლი არასოდეს ყოფილა ისეთი სუსტი როგორც ახლა. ეს მხოლოდ ჩვენი აზრია. 

ჩვენ გვჭირდება გარანტიები, ჩვენი ცის უსაფრთხოების გარანტიები და ამ საკითხზე უკან არ დავიხევთ. ჩვენ გვჭირდება მრავალწლიანი გარანტიები. თუმცა კონკრეტული, რომელიც იურიდიულად განმტკიცებული იქნება. ასევე არ უნდა გაისმოდეს ვარაუდები იმ ადამიანებისგან, რომლებმაც ბუდაპეშტის მემორანდუმს ხელი მოაწერეს. იმ ადამიანებისგან ვისაც ამ აგრესიის შეჩერება შეეძლო.  

უკრაინელებო, ქვეყანაში 40 მილიონი ადამიანი ვართ. რამდენიმე მილიონი ქვეყნის გარეთ - ეს დიდი ძალაა. ასევე ჩვენი მეგობრები. ყველას ერთი დავალება გვაქვს. რუსეთი ზეწოლა უნდა გავაძლიეროთ. ეს ეხება ბიზნესს და კომპანიებს, რომლებმაც რუსული ბაზარი არ დატოვეს და მათ სამხედრო მანქანას ამ დრომდე აფინანსებენ. ისინი რუსეთიდან უნდა გასულიყვნენ. რუსეთის უცხოური ბიზნესი უნდა გაჩერდეს." ამბობს ზელენსკი.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი