
"რუსეთის ფედერაციისა და უკრაინის დელეგაციებს შორის მოლაპარაკებები "სულ უფრო კონსტრუქციული" ხდება და სამომავლო შეთანხმებაც განიხილება", - ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტის, ვოლოდიმირ ზელენსკის ოფისის უფროსის მოადგილე, იგორ ჟოვკვა საუბრობს, რომლის კომენტარსაც უკრაინული მედია თავიანთ ტელეგრამ-არხებში ავრცელებს.
მისივე თქმით, რუსეთის ფედერაციამ უკრაინის პოზიციის მოსმენა დაიწყო: "მოლაპარაკებების პირველ რაუნდზე რუსეთი არ იყო მზად ჩვენი პოზიციის მოსასმენად, წამოაყენა ულტიმატუმიც, რომ უკრაინა უნდა დანებდეს, დადოს იარაღი, პრეზიდენტმა ხელი მოაწეროს კაპიტულაციას... ახლა ისეა, რომ რუსეთი ოდნავ განხვავებული ტონით საუბრობს".
ჟოვკვა ამბობს იმასაც, რომ უკრაინის წარმომადგენლები ამ მოლაპარაკებებან დაკავშირებით "ზომიერად ოპტიმისტურად" არიან განწყობილები. მან აღნიშნა ისიც, რომ "ამ მოლაპარაკებებში დიდი გარღვევა მიიღწევა სახელმწიფოს მეთაურების მონაწილეობით".