ძალიან სამწუხაროა, რომ მსოფლიოსთვის ასეთ კრიტიკულ დროს, მიხეილ სააკაშვილი თავისუფალი არაა... გულდასაწყვეტია, რომ ასეთი მამაცი გონება ამ ვითარებაში ვერ მონაწილეობს, - ამის შესახებ ვლადიმერ პუტინის ყოფილმა მრჩეველმა და ვაშინგტონში უსაფრთხოების პოლიტიკის ცენტრის ექსპერტმა ანდრეი ილარიონოვმა, მთავარ არხთან ექსკლუზიურ ინტერვიუში ისაუბრა.
ცხადია, რომ მიხეილ სააკაშვილი მართალი იყო ბოლო წლების მანძილზე, მათ შორის 2008-ში, როდესაც მუდმივად აფრთხილებდა დასავლეთის ლიდერებს რუსეთის საქართველოზე თავდასხმის შესახებ და მართალი იყო, როცა იმავეს ამბობდა უკრაინის კონტექსტშიც. მან 2008 საქართველოში ჩამოიყვანა კონდოლიზა რაისი და ის გორის სიახლოვეს, ოსეთის საზღვარზე მიიყვანა, რუსეთის შეჭრამდე 1 თვით ადრე და ამის შემდეგ, ყოველთვის საუბრობდა მოსკოვის გეგმებზე ყირიმისა და სამხრეთ უკრაინაში შეჭრის შესახებ.
ძალიან სამწუხაროა, რომ უკრაინისთვის, საქართველოსა და სრულიად მსოფლიოსთვის ასეთ კრიტიკულ მომენტში, მიხეილ სააკაშვილი არ არის თავისუფალი ადამიანი. გულდასაწყვეტია, რომ ასეთი ნათელი და მამაცი გონება ვერ მონაწილეობს ამ ვითარებაში, - ამბობს ანდრეი ილარიონოვი.
"მთავარი არხის" ექსკლუზიური ინტერვიუ პუტინის ყოფილ მრჩეველთან - სრული ვერსია