ზელენსკი კიევში პოლონეთის, ჩეხეთისა და სლოვენიის პრემიერებს შეხვდა

გამოქვეყნდა:

პოლონეთის, ჩეხეთის და სლოვენიის პრემიერმინისტრები კიევში ჩავიდნენ და უკრაინის პრემიერსა და პრეზიდენტს შეხვდნენ. პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ მათთან შეხვედრის ამსახველი მასალა რამდენიმე წუთის წინ გამოაქვეყნა.  

მანამდე კი ამ საკითხზე Twitter-ზე პოლონეთის პრემიერმაც დაწერა:

"სწორედ აქ, ომით განადგურებულ კიევში ისტორია იწერება. სწორედ აქ, თავისუფლება ტირანიას ებრძვის. სწორედ აქ დგას ჩვენი ყველას მომავალი სასწორზე. ევროკავშირი მხარს უჭერს უკრაინას, რომელსაც შეუძლია თავისი მეგობრების დახმარების იმედი ჰქონდეს. ჩვენ დღეს კიევში ეს მესიჯი მივიტანეთ",- წერს ტვიტერზე პოლონეთის პრემიერი მატეუს მორავეცკი.

 

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი