პაკისტანმა უკრაინას ჰუმანიტარული დახმარება გაუგზავნა

გამოქვეყნდა:

პაკისტანმა უკრაინას ჰუმანიტარული დახმარების ორი თვითმფრინავი გაუგზავნა. ამის შესახებ განცხადება საგარეო საქმეთა მინისტრმა გააკეთა. უწყების ცნობით, დახმარება ისლამაბადში უკრაინის საელჩოს თხოვნით გაიგზავნა.

ჰუმანიტარული დახმარება მოიცავს კარვებს, საბნებს, საძილე ტომრებს, გენერატორებს, საპონს, მედიკამენტებსა და დაკონსერვებულ საკვებს. 

პაკისტანი აცხადებს, რომ სიტუაციის დარეგულირება დიალოგისა და დიპლომატიის გზით სურთ. 

ცნობისთვის, პაკისტანმა არ დაგმო რუსეთის შეჭრა უკრაინაში, მან გაეროს გენერალური ასამბლეის 2 მარტის კენჭისყრაზე თავი შეიკავა.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი