კობახიძის თქმით, ღარიბაშვილის კიევში ჩასვლაზე პოზიციას "ფართო კონსულტაციების შემდეგ" გაახმოვანებენ

გამოქვეყნდა:

"ქართული ოცნების" თავმჯდომარე, ირაკლი კობახიძე ამბობს, რომ უკრაინაში ღარიბაშვილის ჩასვლაზე მმართველ გუნდს პოზიციის გახმოვანება ფართო კონსულტაციების შემდეგ შეეძლება.

"რაც შეეხება უკრაინაში შესაძლო ვიზიტის თემას, ნებისმიერი ასეთი საკითხი უნდა გადაწყდეს რა თქმა უნდა ფართო კონსულტაციების საფუძველზე, მათ შორის ჩვენ საერთაშორისო პარტნიორებთან კონსულტაციების საფუძველზე, და რა თქმა უნდა ამ კონსულტაციებს საფუძვლად უნდა დაედოს უსაფრთხოების რისკების ანალიზი. როდესაც ასეთი კონსულტაციები შედგება, მათ შორის საერთაშორისო პარტნიორებთან, ამის შემდეგ შეგვეძლება ჩვენ ჩვენი პოზიციის გახმოვანება", - თქვა კობახიძემ. 

უკრაინის პრეზიდენმტა, ვოლოდიმირ ზელენსკის გუშინ უკრაინის ყველა მეგობარი ქვეყნის ლიდერს მოუწოდა, დედაქალაქში ჩავიდნენ.

ამავე თემაზე: 

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი