"მოვუწოდებ უკრაინის ყველა მეგობარი ქვეყნის ლიდერს, ჩამოდით აქ, კიევში" | ზელენსკი

გამოქვეყნდა:

"მოვუწოდებ უკრაინის ყველა მეგობარი ქვეყნის ლიდერს, ჩამოდით აქ, კიევში, მართალია ეს სახიფათოა, რადგან უკრაინის ცა ჩაკეტილი არაა რუსული რაკეტებისთვის" - ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტი საუბრობს.

დღეს სამი ქვეყნის პრემიერმინისტრი გვესტუმრა, ჩეხეთის, სლოვენიისა და პოლონეთის. ასევე ბატონი ვიცე-პრემიერი ვიაროსლავ კაჩინსკი. მოხარული ვარ, რომ მათთან შეხვედრისა და მოლაპარაკებების საშუალება პირადად, შუამავლების გარეშე მომეცა. ეს ძალიან დიდი მხარდაჭერაა. მაშინ როდესაც კიევი მტრის მთავარი სამიზნეა, აქ ჩამოსვლა ძალიან დიდ მხარდაჭერას ნიშნავს. ამაში გამოიხატება ლიდერობა. მოვუწოდებ უკრაინის ყველა მეგობარი ქვეყნის ლიდერს, ჩამოდით აქ, კიევში. მართალია ეს სახიფათოა, რადგან უკრაინის ცა ჩაკეტილი არაა რუსული რაკეტებისთვის, - აცხადებს ზელენსკი. 

ზელენსკის ახალი მიმართვა - სრული ვერსია 

მთავარი 12:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი