კაპიტულაცია, იარაღის დაყრა და სახლში დაბრუნება შემიძლია მხოლოდ რუსულ არმიას შევთავაზო - ზელენსკი

გამოქვეყნდა:

"რუსებმა საბავშვო პროვოკაცია მოაწყვეს იარაღის დაყრასთან დაკავშირებით.  კაპიტულაცია, იარაღის დაყრა და სახლში დაბრუნება შემიძლია მხოლოდ რუსულ არმიას შევთავაზო. ჩვენ სახლში ვართ, ვიცავთ სამშობლოს და ჩვენს ოჯახებს. იარაღის დადებას გამარჯვებამდე არ ვაპირებთ."

აცხადებს ვოლოდიმირ ზელენსკი გავრცელებულ მოკლე ვიდეომიმართვაში. ის გამოეხმაურა "უკრაინა 24 -ის" ეთერში, მორბენალ სტრიქონზე მიტანილ ჰაკერულ თავდასხმას, სადაც  ოკუპანტებმა პირდაპირი ეთერის დროს, დაწერეს თითქოს პრეზიდენტი სამხედროებს იარაღის დაყრისკენ და დანებებისკენ მოუწოდებს. 

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი