რუსებმა კიევთან მშვიდობიანი მოქალაქე მოკლეს - გერმანული მედია დრონით გადაღებულ კადრებს აქვეყნებს

გამოქვეყნდა:

გერმანული მედიაკომპანია აქვეყნებს ვიდეოკადრებს, რომელიც, მათი თქმით, მტკიცებულებაა, რომ რუსი სამხედროები ცეცხლს უხსნიან და კლავენ უიარაღო, მშვიდობიან უკრაინელებს კიევთან. 

BBC წერს, რომ დრონის კადრები მოიპოვა გერმანიის ერთ-ერთმა უმსხვილესმა მაუწყებელმა ZDF Heute-მ.

კადრებში ჩანს უიარაღო მოქალაქე, რომელიც გადმოდის მანქანიდან, ხელები აქვს აწეული, ამის მიუხედავად შეიარაღებული ოკუპანტები მას ესვრიან და კლავენ.

ვიდეო დედაქალაქიდან რამდენიმე კილომეტრის მოშორებითაა გადაღებული.

ZDF Heute ამბობს, რომ მოკლულის მანქანა რუსმა სამხედროებმა წაიყვანეს. კომპანიაში ასევე აცხადებენ, რომ რუსული ჯარის იდენტიფიცირება მათ ფორმებზე არსებული თეთრი ნიშნებით არის შესაძლებელი, რაც ადვილად ჩანს კადრებში.

ZDF Heute ასევე ამბობს, რომ მათ მიკვლიეს კადრების მფლობელს და მისი ავთენტურობაც გადაამოწმეს.

BBC-ს კი წერს, რომ არ შეუძლია დამოუკიდებლად გადაამოწმოს ვიდეო, ხოლო რუსეთს ამ ბრალდებებზე კომენტარი ჯერ არ გაუკეთებია.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი