კანონი მხოლოდ უნივერსიტეტში სასწავლებლად არ უნდა იყოს, ის რეალობაში უნდა გამოვიყენოთ - კარიმ ხანი უკრაინაზე

გამოქვეყნდა:

ჰააგის სისხლის სამართლის საერთაშორისო სამართლის პროკურორი კარიმ ხანი, უკრაინაში ჩავიდა. ის ჰააგის სასამართლოში რუსეთის წინააღმდეგ უკრაინის სარჩელზე მუშაობს.

საქმე ეხება რუსეთის მიერ ცნება გენოციდის დამახინჯებას და მის გამოყენებას უკრაინის წინააღმდეგ აგრესიის გასამართლებლად.

"უკრაინაში პოლონეთის გავლით ჩამოვედი, ქვეყანაში მიმდინარე პროცესებზე არაერთი ფოტოსურათი ვნახე. ვნახე, როგორ იტანჯებიან ადამიანები, ქალები და ბავშვები. კანონმა ახლა ადამიანის დასაცავად უნდა იმუშაოს. უკრაინელი ერის გამო საერთაშორისო საზოგადოების ისტორიული გაერთიანება მოხდა. ჩემი მოთხოვნიდან 48 საათში 41-მა ქვეყანამ მომმართა კოლუმბიიდან იაპონიამდე და ათობით ევროპული ქვეყანა მიხვდა, რომ კანონი მხოლოდ უნივერსიტეტში სასწავლებლად არ უნდა იყოს გამოყენებული, არამედ ის რეალობაში უნდა გამოვიყენოთ, რათა სამართლიანობა აღდგეს",-თქვა კარიმ ხანმა.

საქმეზე უკრაინა-რუსეთის წინააღმდეგ გაეროს საერთაშორისო სასამართლოს გადაწყვეტილება დღეს გახდება ცნობილი.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი