"პუტინმა უნდა გააჩეროს ეს ომი, დაუყოვნებლივ გაიყვანოს თავისი ჯარები და ჩაერთოს დიპლომატიურ მოლაპარაკებებში" - ამის შესახებ NATO-ს გენერალური მდივანი იენს სტოლტენბერგი საუბრობს.
შევთანხმდით, რომ ნატო-ს ქვეყნებმა უკრაინას მნიშვნელოვანი სამხედრო და ფინანსური დახმარება უნდა გაუწიონ. ნატოს ქვეყნები უკრაინიდან მილიონობით დევნილს მიიღებენ. პუტიმა უნდა გააჩეროს ეს ომი, დაუყოვნებლივ გაიყვანოს თავისი ჯარები და ჩაერთოს დიპლომატიურ მოლაპარაკებებში.
შემდეგ კვირას სახელმწიფო მეთაურები შეხვდებიან ერთმანესთ სამიტზე. ვისაუბრებთ იმ ნაბიჯებზე, რომელიც უნდა გადავდგათ ჩვენი უსაფრთხოების გაძლიერებისთვის. მოსკოვმა უნდა დაიხიოს უკან. ნატო არ შეარჩენს რუსეთს თავის ტერიტორიაზე აგრესიას. ჩვენ უკვე მივიღეთ ზომები ალიანსის დასაცავად და ეს ზომები მიღებული იყო ატლანტის ოკეანის ორივე მხარეს.
ჩვენ გვაქვს გაძლიერებული დაცვა, ასევე, ველოდებით ამერიკულ ჯარებს ევროპაში და განვალაგებთ ნატოს ჯარებს ევროპის აღმოსავლეთ ნაწილში. ასევე, გავაძლიერებთ საჰაერო დაცვას. ახლა ჩვენს თავდაცვას ახალი რეალობა აქვს. აგრესიის კოლექტიური დაცვა და შეჩერება კითხვის ნიშნის ქვეშ დადგა და ჩვენ დღეს მივმართეთ სარდლებს, რომ გააძლიეროს თავდაცვა ხმელეთზე, ცასა და ზღვაზე.
ყველა ჯარი უნდა იყოს გაძლიერებულ მზადყოფნის პოზიციაში. ჩვენ უნდა გავაძლიეროთ საჰაერო თავდაცვა და მოვიყვანოთ საბრძოლო გემები მზადყოფნაში. ჩვენ ასევე განვიხილავთ
კიბერუსაფრთხოების გაძლიერებას, ჩვენ უნდა გვქონდეს მეტი წვრთა, ასევე მეტი ფული უნდა ჩაიდოს თავდაცვის გაძლიერებაში, - აცხადებს სტოლტენბერგი.
[მასალა განახლებადია]