NATO-ს გენერალური მდივანის, იენს სტოლტენბერგის თქმით, ალიანსის პოზიცია, რომ უკრაინაში საჰაერო ან სახმელეთო ძალები არ განლაგდეს, ერთიანია. ამის შესახებ სტოლტენბერგმა ბრიუსელში ალიანსის თავდაცვის მინისტრების შეხვედრის შემდეგ ისაუბრა.
BBC-ის ჟურნალისტმა სტოლტენბერგს ჰკითხა არიან თუ არა მოკავშირეები, რომლებიც უკრაინის ცის ჩაკეტვას ითხოვენ.
"ჩვენ გვაქვს პასუხისმგებლობა, უზრუნველვყოთ, რომ ეს ომი უკრაინის ტერიტორიას არ გასცდეს",-თქვა სტოლტენბერგმა.