ბაიდენმა უკრაინის დასახმარებლად დამატებით 800 მილიონი დოლარი გამოყო

გამოქვეყნდა:

შეერთებული შტატების პრეზიდენტმა, ჯო ბაიდენმა განაცხადა, რომ აშშ უკრაინას თავდაცვისთვის დამატებით 800 მილიონ დოლარს გაუგზავნის. შესაბამის განკარგულებას ბაიდენმა ხელი უკვე მოაწერა.

ბაიდენის თქმით, ბოლო ერთ კვირაში  აშშ-მა უკრაინას 1 მილიარდი დოლარის დახმარება გაუწია.

ბაიდენის თქმით, დახმარების პაკეტი მოიცავს 800 ჰაერსაწინააღმდეგო სისტემას, ასევე ანტისატანკო იარაღებსა და სხვადასხვა თავდაცვით საშუალებას.

"მსოფლიო ერთიანია უკრაინისადმი მხარდაჭერაში და ჩვენს გადაწყვეტილებაში პუტინმა მძიმე ფასი გადაიხადოს",-თქვა ბაიდენმა.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი