დიდი ბრიტანეთის პრემიერმინისტრის, ბორის ჯონსონის თქმით, "რაღაც თვალსაზრისით პუტინმა უკვე მარცხი განიცადა". BBC-სთან ინტერვიუში ჯონსონმა თქვა, რომ რუსეთის პრეზიდენტი ვერ ხვდებოდა
უკრაინელების წინააღმდეგობის სიძლიერეს და იმას, თუ რას წააწყდებოდა, როცა თავის ჯარებს უკრაინაში გზავნიდა.
ამასთან, ჯონსონმა პუტინი ისეთი დონის სამხედრო დანაშაულში დაადანაშაულა, რომელიც ევროპაში მეორე მსოფლიო ომის შემდეგ არ ყოფილა.
"პუტინმა უნდა გააცნობიეროს, რომ ახლა ის წარმატებას ვერ მიაღწევს. ის ვერ შეძლებს უკრაინის განადგურებას და დაპყრობას, რადგან მათ ძირეულად აჩვენეს, რომ მათ აქვთ დაუოკებელი სული. ამიტომ, მან ჯარები უნდა გაიყვანოს. მან უნდა დახუროს ეს საქმე. მან უნდა დააბრუნოს თავისი ტანკები.
[...]
უნდა არსებობდეს ისეთი გამოსავალი, რომელიც პატივს სცემს უკრაინელი ხალხის ნებას და ამას დიდი ბრიტანეთი დაუჭერს მხარს", - თქვა ჯონსონმა.