"თუ უკრაინაში რუსები დამარცხდებიან, ვერც კი წარმოგვიდგენია, როგორი შეიძლება იყოს დომინოს ეფექტი ოკუპირებულ ცხინვალსა და აფხაზეთში" - კოფი

გამოქვეყნდა:

თუ უკრაინაში რუსი სამხედროები დამარცხდებიან, ვერც კი წარმოგვიდგენია, როგორი შეიძლება იყოს დომინოს ეფექტი ოკუპირებულ ცხინვალსა და აფხაზეთში, - ამის შესახებ ჰერითიჯის ფონდის საგარეო პოლიტიკის მიმართულების დირექტორი, ლუკ კოფი Twitter-ზე წერს. 

თუ უკრაინაში რუსი სამხედროები დამარცხდებიან და მოსკოვში გადატრიალება/დიდი პოლიტიკური კრიზისი მოხდება, ვერც კი წარმოგვიდგენია, როგორი შეიძლება იყოს დომინოს ეფექტი სხვა ადგილებში, როგორიცაა ოკუპირებული ცხინვალი და აფხაზეთი. შესაძლოა, ცვლილება სწრაფად მოხდეს და საქართველოს მთავრობამ ეს შესაძლებლობა უნდა დაგეგმოს, - წერს კოფი. 

 

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი