ჩვენმა ბიჭმა გაუძლო! არ დანებდა, ისევე როგორც მთელი უკრაინა, - ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი მელიტოპოლის მერზე, ივან ფიოდოროვზე საუბრობს.
"საბოლოოდ მელიტოპოლის მერის ტყვეობიდან დახსნა მოხერხდა, იმ მელიტოპოლის, რომელიც მტერს არ დანებდა და არც არასდროს დანებდება, ივან ფიოდოროვი თავისუფალია! ოკუპანტებმა ის 11 მარტს გაიტაცეს, შესთავაზეს კოლაბორაცია, თუმცა, ჩვენმა ბიჭმა გაუძლო არ დანებდა ისევე როგორც მთელი უკრაინა, იმიტომ რომ ჩვენ უკრაინელები ვართ და ყოველთვის დავიცავთ ჩვენსას და ჩვენიანებს", - ამბობს ზელენსკი.