"გავაგრძელებ ბრძოლას უკრაინისთვის კიდევ უფრო მეტი მხარდაჭერის მოსაპოვებლად და რუსეთისთვის ზეწოლის გასაზრდელად" - ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი საუბრობს.
ვესაუბრე უკრაინის მეგობრებს, თურქეთის პრეზიდენტ ერდოღანს, კანადის პრემიერ ტრუდოს, მხარდაჭერისთვის მადლობა გადავუხადე და მშვიდობის მისაღწევად, ახალი ქმედითი ნაბიჯების გადადგმაზე შევთანხმდით. ირლანდიის პრემიერმინისტრთან საუბრისას, უკრაინაში რუსი სამხედროების მიერ მოკლული ირლანდიელი ჟურნალისტის ოჯახის წევრებს მივუსამძიმრე. ვესაუბრე ევროკომიის პრეზიდენტს, ურსულა ვონ დერ ლეინს და იძულებით გადასახლებული ადამიანების დახმარებაზე შევთანხმდით.
ხვალ დილით გერმანელ პარლამენტარებს სიტყვით მივმართავ. გავაგრძელებ ბრძოლას უკრაინისთვის კიდევ უფრო მეტი მხარდაჭერის მოსაპოვებლად და რუსეთისთვის ზეწოლის გასაზრდელად.
მინდა ყველამ იცოდეს, რომ მოლაპარაკებები გრძელდება. ჩვენი პოზიცია და მოთხოვნები სრულიად გასაგებია. ესენია ომის დასრულება, უსაფრთხოების გარანტიები, სუვერენიტეტი და ტერიტორიული მთლიანობის აღდგენა. რეალური გარანტია და რეალური დაცვა ჩვენი ქვეყნის, - ამბობს ზელენსკი.
ზელენსკის ახალი მიმართვა - სრული ვერსია