ჩვენს გუნდს ახლა ძალიან სჭირდება მიხეილ სააკაშვილის გამოცდილება. მისი კიევში ყოფნა გამარჯვებას დააჩქარებდა - რადას დეპუტატი

გამოქვეყნდა:

რუსეთის წინააღმდეგ მედგრად ბრძოლაში საქართველოს მიერ 2008 წელს მიღებული ფასდაუდებელი გამოცდილება და მაშინდელი პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის მტკიცე პოზიცია გვეხმარება - ნათქვამია უკრაინის რადას დეპუტატის, ოლენა შულიაკის წერილში, რომლითაც ის საქართველოს მიმართავს:

"რუსეთის წინააღმდეგ მედგრად ბრძოლაში საქართველოს მიერ 2008 წელს მიღებული ფასდაუდებელი გამოცდილება და მაშინდელი პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის მტკიცე პოზიცია გვეხმარება. ჩვენ დავინახეთ მაგალითი იმისა თუ როგორ უნდა შეებრძოლო შენზე ბევრად უფრო ძლიერ მტერს, ქვეყანაში უპრეცედენტო რეფორმების გატარებითა და მისი მოდელად გადაქცევის შემთხვევაში. 

ჩვენს გუნდს ახლა ძალიან სჭირდება მიხეილ სააკაშვილის შეუფასებელი გამოცდილება. მისი კიევში ყოფნა ჩვენს გამარჯვებას კიდევ უფრო დააჩქარებდა. დარწმუნებული ვარ როგორც მილიონობით ქართველს რომელიც უკრაინას მხარს უჭერს, მასაც ამის სურვილი აქვს. მჯერა რომ მალე ერთმანეთის მხარდამხარ დავდგებით, არა მხოლოდ კიევის დასაცავად, არამედ მის გასავითარებლად და რუსული ზეგავლენისგან სამუდამო გასათავისუფლებლად. 

დღეს, ქართველი ერის ძლიერი მხარდაჭერით, ვგრძნობთ რომ ქართველები ჩვენი ძმები არიან, რომლებიც ცალკეული ინდივიდებისგან განსხვავებით მხარს გულწრფელად გვიჭერენ." წერს "ხალხის მსახურის" დეპუტატი.

მთავარი 18:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი