რუსული არმიის უძლეველობის მითი ყოველდღიურად ნადგურდება. საოკუპაციო ჯარი დემოტივირებული და დემორალიზებულია. უკრაინაში სამხედრო ინტერვენციიდან 22-ე დღეს, კრემლის დანაკარგი კოლოსალურია. მოკლულია 14 ათასი სამხედრო მოსამსახურე და განადგურებულია მძიმე ტექნიკა. რუსი ჯარისკაცები საომარი მოქმედებებიდან თავის დასაღწევად თვითდაზიანებებს იყენებენ.
ყველა მონაცემით დასტურდება, რომ მოსკოვი ჩიხშია, თუმცა პუტინი ამ ეტაპზე გეგმიდან გადახვევას არ აპირებს. უკრაინელი სამხედროების კონტრშეტევების პარალელურად, არ წყდება თავდასხმა სხვადასხვა ქალაქზე, მიზანმიმართულად იბომბება ის ტერიტორიები, სადაც რუსმა სამხედროებმა დანამდვილებით იციან, რომ მშვიდობიანი მოქალაქეები იმყოფებიან. რუსეთმა უკრაინასთან ომში, ყველა კანონი და საერთაშორისო კონვენცია დაარღვია.