რუსმა ოკუპანტებმა ხარკოვის ერთ-ერთი თემის თავმჯდომარე გაიტაცეს
გამოქვეყნდა:
რუსმა ოკუპანტებმა ხარკოვის ოლქის ველიკობურლუკის თემის თავმჯდომარე, ვიქტორ ტერეშენკო გაიტაცეს. ინფორმაციას უკრაინული მედიასაშუალებები თავიანთ ტელეგრამ-არხებში ავრცელებენ.
ხარკოვის საოლქო ადმინისტრაციის ხელმძღვანელი ამბობს, რომ რუსებმა ტერეშენკო საკუთარი კაბინეტიდან გაიტაცეს.