"მზად არის პრეზიდენტი ზელენსკი, ჩაერთოს საქართველოს პარლამენტში", - ამის შესახებ "ნაციონალური მოძრაობის" წევრი ხატია დეკანოიძე საუბრობს.
მზად არის პრეზიდენტი ზელენსკი, ჩაერთოს საქართველოს პარლამენტში, მე დიდი იმედი მაქვს, რომ საქართველოს საზოგადოებას და მოქალაქეებს თქვენ არ მოაკლებთ იმ ძალიან მნიშვნელოვან გზავნილებს, რომელსაც პრეზიდენტი ზელენსკი გააჟღერებს ქართულ ენაზე საქართველოს პარლამენტიდან. და მე ძალიან დიდი იმედი მაქვს, საქართველოს პარლამენტი ეტყვის ბატონ ზელენსკის - Пане Президент, запрошуємо вас до парламенту Грузії, მადლობა, - ამბობს დეკანოიძე.
ხატია დეკანოიძის ამ გამოსვლას პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა ასე უპასუხა: "ქალბატონო ხატია, თქვენც შეგახსენებთ, საქართველოს პარლამენტში გამოსვლა ხდება ქართულ ენაზე, სახელმწიფო ენაზე".