"აბსურდია... რუსებმა დაარტყეს იმ უბნებს, სადაც რუსულენოვანი მოსახლეობა ცხოვრობს" | პოდოლიაკი

გამოქვეყნდა:

უკრაინის პრეზიდენტის მრჩეველი მიხაილო პოდოლიაკი უკრაინის ქალაქებში რუსულ თავდასხმებზე საუბრობს და ამბობს, რომ აბსურდია, რომ ოკუპანტების მთავარი დარტყმები იმ ქალაქებზე განხორციელდა, სადაც ძირითადად რუსულენოვანი მოსახლეობა ცხოვრობს.

რუსეთის ფედერაცია შემოიჭრა. პარადოქსია, დასავლეთ უკრაინა არ დაბომბილა, მთავარი დამანგრეველი დარტყმა აღმოსავლეთ უკრაინის ქალაქებმა მიიღო, სადაც 24 თებერვლამდე მეტ-ნაკლებად პრორუსული განწყობები არსებობდა. განხორციელდა მასიური დარტყმები საცხოვრებელ უბნებზე, სადაც რუსულენოვანი მოსახლეობა ცხოვრობს. აბსურდი გესმით? "ჩვენ ახლა გაიძულებთ, რომ დაბომბვით რუსული ენა შეგაყვაროთ" - ეს უბრალოდ სასაცილოა, - ამბობს პოდოლიაკი.

მის ამ განცხადებას უკრაინული მედია ავრცელებს. 

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი