რუსმა ოკუპანტებმა სევეროდონეცკში ბავშვთა სახლი დაბომბეს, სადაც თავს დედები და ბავშვები აფარებდნენ.
ინფორმაციას ლუგანსკის სამხედრო საოლქო ადმინისტრაციის ხელმძღვანელი ავრცელებს და აცხადებს, რომ "უსაფრთხო ადგილი აღარ არსებობს".
დაშავებულებისა და დაღუპულების შესახებ ინფორმაცია ჯერჯერობით არ გავრცელებულა.