ამერიკის შეერთებული შტატები ვერ ხედავს ნიშნებს, რომ პუტინის მზად არის, შეჩერდეს და უკრაინაში ომი დიპლომატიური გზით დაასრულოს. ამის შესახებ სახელმწიფომ მდივანმა, ენტონი ბლინკენმა განაცხადა.
როგორც მან აღნიშნა, დიპლომატია მოითხოვს ორივე მხარის კეთილსინდისიერად ჩართვას დეესკალაციისთვის, თუმცა რუსეთი ამის მზაობას არ გამოთქვამს.
"პირიქით, თუ მის ბოლო განცხადებებს მოისმენთ, ეს იმაზე მეტყველებს, რომ ის საპირისპირო მიმართულებით მოძრაობს", - თქვა ბლინკენმა.
მანვე აღნიშნა, რომ ვაშინგტონი მტკიცედ დაუჭერს მხარს კიევის დიპლომატიურ ძალისხმევას, მიაღწიოს დეესკალაციას, ცეცხლის შეწყვეტას და რუსული ჯარების გაყვანას ქვეყნის ტერიტორიიდან.