გაერთიანებულმა სამეფომ მაუწყებლობის ლიცენზია გაუუქმა კრემლის მხარდაჭერილ პროპაგანდისტულ Russia Today-ს. ამის შესახებ განცხადება პარასკევს მარეგულირებელმა Ofcom-მა გააკეთა.
"RT-ს აფინანსებს რუსეთის სახელმწიფო, რომელიც ცოტა ხნის წინ შეიჭრა მეზობელ სუვერენულ ქვეყანაში", - ნათქვამია გნაცხადებაში.
უწყება აღნიშნავს, რომ მედიისთვის შეუძლებელი იქნება შეასრულოს ბრიტანეთის მიერ დაწესებული მოთხოვნები.
RT დიდ ბრიტანეთში ორი კვირის წინ გაითიშა მას შემდეგ, რაც ინგლისმა და ევროკავშირმა რუსეთს სანქციები დაუწესეს უკრაინაში შეჭრის საპასუხოდ.