ხარკოვში, უმაღლეს სასწავლო დაწესებულებასა და საცხოვრებელ კორპუსებზე მომხდარი თავდასხმის შედეგად ერთი ადამიანი დაიღუპა, 11 კი დაშავდა.
ინფორმაციას BBC სასწრაფო დახმარების სამსახურზე დაყრდნობით ავრცელებს. მათი ცნობით, თავდასხმამ სერიოზულად დააზიანა საგანმანათლებლო დაწესებულება 2 მეზობელ კორპუსთან ერთად.
ადგილზე სამუშაოები მიმდინარეობს ნანგრევებში მოყოლილი ადამიანის ამოსაყვანად.