"უკრაინის ევროპული გზა ახლა დაიწყო" - ურსულა ფონ დერ ლაიენისა და ზელენსკის სატელეფონო საუბარი

გამოქვეყნდა:

უკრაინის ევროპული გზა ახლა დაიწყო. ეს რთული დრო მოითხოვს ხედვას, სიმტკიცესა და გამძლეობას - ამის შესახებ ევროკომისიის პრეზიდენტი ურსულა ფონ დერ ლაიენი ვოლოდიმირ ზელენსკისთან სატელეფონო საუბრის შემდეგ ტვიტერში წერს. 
მისი თქმით, უკრაინის პრეზიდენტს ასევე აცნობა 300 მილიონი ევროს ოდენობის მაკროფინანსური დახმარების შესახებ, რომელსაც ევროკავშირი უკრაინას გამოუყოფს. 

ტვიტერის საშუალებით განცხადება ზელენსკიმაც გაავრცელა. მისი თქმით, ევროკავშირის დასკვნა უკრაინის წევრობასთან დაკავშირებით მომდევნო რამდენიმე თვის განმავლობაში მომზადდება

"უკრაინის ევროკავშირში გაწევრებასთან დაკავშირებით ევროკავშირის დასკვნა რამდენიმე თვის განმავლობაში მომზადდება. უკრაინის ხელისუფლება და ევროკომისია ინფორმირებულია. ჩვენ სტრატეგიული მიზნისკენ ერთად მივიწევთ"  - წერს ვოლოდიმირ ზელენსკი.

 

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი