უკრაინის წინააღმდეგ რუსეთი მთელს თავის ეროვნულ სიმდიდრეს იყენებს, რაც იმას ნიშნავს რომ მთელს თავის სიმდიდრეს გაანადგურებს - ზელენსკი

გამოქვეყნდა:

დარწმუნებული ვარ რომ უკრაინის წინააღმდეგ ომში რუსეთი მთელს თავის ეროვნულ სიმდიდრეს იყენებს, რაც იმას ნიშნავს რომ მთელს თავის სიმდიდრეს გაანადგურებს - აცხადებს უკრაინის პრეზიდენტი მიმართვაში, რომელიც ცოტა ხნის წინ გაავრცელა.

ვოლოდიმირ ზელენსკი ამბობს, რომ მძიმე ვითარებაა ხარკოვში, სადაც ოკუპანტები მშვიდობიანი მოქალაქეებისთვის ჰუმანიტარული დახმარების მიწოდების საშუალებას არ აძლევენ.

"დარწმუნებული ვარ რომ უკრაინის წინააღმდეგ ომში რუსეთი მთელს თავის ეროვნულ სიმდიდრეს იყენებს, რაც იმას ნიშნავს რომ მთელს თავის სიმდიდრეს გაანადგურებს.  ასევე გაანადგურებს ყველაფერს, რასაც ბოლო 25 წლის განმავლობაში მიაღწია და დაბრუნდება იქ, საიდანაც ყველაფერი დაიწყო, ანუ 90-იან წლებში. 
ეს იქნება საფასური, რომელსაც რუსეთი ჩვენთან ომში გადაიხდის. ეს იქნება მტკივნეული დაცემა რუსეთისთვის. აგრესიულ და არასამართლიან ომს - აგრესორისთვის ყოველთვის ცუდი შედეგები მოაქვს. რა დღეშიც არ უნდა ჩავარდეს რუსეთი, ეს ჩვენ შვებას არ მოგვგვრის, რადგან დაღუპულ ადამიანებს ვერ გავაცოცხლებთ. 
რუსეთმა ლაჩრული ქმედებები და დასახლებული პუნქტების დაბომბვა ისევ გააგრძელა. მიუხედავად იმისა რომ ადეკვატური რაკეტსაწინააღმდეგო სისტემა არ გვაქვს, რუსულ ავიაციას მაინც მედგარ წინააღმდეგობას ვუწევთ.   ბრძოლას ბოლომდე გავაგრძელებთ. 
დღეს ურსულა ფონ დერ ლეიენს ვესაუბრე, შემპირდა რომ უკრაინის ევროკავშირში გასაწევრიანებლად ყველაფერს გააკეთებდა. 
საერთაშორისო კომპანიებმა რუსეთის ბაზარი დაუყოვნებლივ უნდა დატოვონ და არ მოიქცნენ ისე, როგორც ნესტლე და აშანი იქცევა. ეს უნდა შეწყდეს. ჰუმანიტარული დერეფნების დახმარებით მარიუპოლიდან უკვე 35 ათასი ადამიანი გამოვიყვანეთ. პროცესს გავაგრძელებთ. 
მძიმე ვითარებაა ხარკოვში, სადაც ოკუპანტები მოქმედებებს არ წყვეტენ, ასევე მოქალაქეებისთვის ჰუმანიტარული დახმარების მიწოდების საშუალებას არ იძლევა. ჩვენ ყველაფერს ვიზამთ რომ ჩვენი მოქალაქეები დაცული იყვნენ, ჩვენ გავიმარჯვებთ. დიდება უკრაინას" - ამბობს ზელენსკი

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი