საფრანგეთის პრეზიდენტმა ემანუელ მაკრონმა რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინთან საუბრისას შეშფოთება გამოთქვა უკრაინაში, მარიუპოლში არსებულ ვითარებაზე. ინფორმაციას ელისეის სასახლეზე დაყრდნობით CNN ავრცელებს.
განცხადებაში ნათქვამია, რომ მაკრონმა პრეზიდენტ პუტინს "გაუზიარა უკიდურესი შეშფოთება მარიუპოლში შექმნილი ვითარების შესახებ და ცეცხლის დაუყოვნებლივ შეწყვეტა კიდევ ერთხელ მოითხოვა".
"საფრანგეთის პრეზიდენტმა კიედვ ერთხელ ისაუბრა უკრაინაში სიტუაციის გაუარესებაზე, მშვიდობიანი მოქალაქეების დაბომბვასა და ჰუმანიტარული სამართლის უპატივცემულობის შესახებ მაშინ, როცა რუსეთისა და უკრაინის დელეგაციებს შორის მოლაპარაკებებში არანაირი პროგრესი არაა" - ნათქვამია ელისეის სასახლის განცხადებაში.
ჟურნალისტის შეკითხვის საპასუხოდ, ისაუბრა თუ არა პუტინმა პრეზიდენტ მაკრონთან უკრაინაში მიმდინარე ომზე, ელისეის სასახლეში განაცხდეს: "როგორც მან საჯაროდ განაცხადა, პრეზიდენტმა პუტინმა კონფლიქტზე პასუხისმგებლობა კვლავ უკრაინას დააკისრა".
მათივე ინფორმაციით, სატელეფონო საუბარი საათზე მეტხანს გაგრძელდა.