შეერთებული შტატების თავდაცვის მდივანი ლოიდ ოსტინი აცხადებს, რომ რუსეთის არმიამ უკრაინაში ისეთი წინსვლა, როგორიც დაგეგმილი ჰქონდა, ვერ განახორციელა. ამის შესახებ მან CNN-თან ინტერვიუში განაცხადა და თქვა, რომ რუსებმა უკრაინაში შეჭრისას ბევრი სერიოზული შეცდომა დაუშვეს.
"მათ ლოჯისტიკური პრობლემები აქვთ. ვერ ვხედავ ტაქტიკური დაზვერვის კარგად გამოყენების მტკიცებულებას. ასევე, საავიაციო შესაძლებლობების სახმელეთო მანევრებთან ინტეგრაციის მტკიცებულებას. არის რამდენიმე რამ, რასაც ველოდით, რომ გვენახა, მაგრამ არ გვინახავს. ვფიქრობ, რუსეთი ვარაუდობდა, რომ სწრაფად იმოქმედებდნენ და დედაქალაქს ძალიან მალე დაიკავებდნენ, მაგრამ ეს ვერ შეძლეს" - ამბობს ოსტინი.