"ჩვენ ვდგავართ უკრაინელი ხალხის გვერდით. ათობით ათასი ადამიანი ჩვენს ქვეყანაში თავისი სახლის კარს უხსნის უკრაინელ ხალხს. ყოველ დღე, როცა კი უკრაინელების გმირული წინააღმდეგობა გრძელდება, ნათელი ხდება, რომ პუტინმა კატასტროფული შეცდომა დაუშვა. და საკუთარ თავს უნდა ჰკითხოთ, რატომ დაუშვა მან ეს შეცდომა? რატომ გადაწყვიტა შეჭრილიყო ამ აბსოლუტურად უდანაშაულო ქვეყანაში? იმიტომ, რომ თავისუფალ და დემოკრატიულ უკრაინაში მისი რეჟიმისთვის საფრთხე დაინახა. ცხადია, მას არ სჯეროდა, რომ უკრაინა უახლოეს მომავალში NATO-ში გაწევრიანდებოდა. მან არაჩვეულებრივად იცოდა, რომ არ არსებობდა უკრაინის მიწაზე სარაკეტო დანადგარების განთავსების გეგმა. მისი გადაწყვეტილება ამას ნამდვილად არ უკავშირდებოდა და მას უკრაინის აბსოლუტურად სხვა მიზეზის გამო ეშინოდა. ყოველწლიურად როცა კი უკრაინა წარმატებას აღწევდა თავისუფლების, დემოკრატიისა და ღია ბაზრის მიმართულებით, პუტინს ეშინოდა უკრაინის მაგალითის. რადგან პუტინის რუსეთში ადამიანებს 15 წლით აპატიმრებენ იმის გამო, რომ მათ შეჭრას შეჭრა უწოდონ და ვინც არჩევნებზე პუტინის წინააღმდეგ გამოდის, წამლავენ ან ესვრიან. ალბათ სწორედ იქიდან გამომდინარე, რომ რუსეთი და უკრაინა ისტორიულად ამდენად ახლოს იყვნენ, პუტინს ასე ძალიან ეშინოდა უკრაინის გავლენის მასსა და მის ქვეყანაზე.
[....]
გამარჯვებული პუტინი უკრაინაზე არ გაჩერდება. უკრაინაში თავისუფლების დასრულება ნიშნავს იმედის გაქრობას საქართველოსა და მოლდოვაში.
თქვა დიდი ბრიტანეთის პრემიერმინისტრმა, ბორის ჯონსონმა კონსერვატიული პარტიის კონფერენციაზე სიტყვით გამოსვლისას.