რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის, სერგეი ლავროვის თქმით, რუსეთისა და ჩინეთის ურთიერთობა კიდევ უფრო გაძლიერდება.
"ეს თანამშრომლობა გაძლიერდება, რადგან მაშინ, როცა დასავლეთი უხეშად ძირს უთხრის ყველა იმ საფუძველს, რომელზეც დგას საერთაშორისო სისტემა, ჩვენ რა თქმა უნდა - როგორც დიდმა ძალებმა, უნდა ვიფიქროთ იმაზე, თუ როგორ გავაგრძელოთ ცხოვრება",- თქვა ლავროვმა.
რამდენიმე დღის წინ, რამდენიმე საერთაშორისო მედია წყაროზე დაყრდნობით წერდა, რომ რუსეთმა ომში სამხედრო და ეკონომიკური დახმარება სთხოვა. ჩინეთი ინფორმაციას უარყოფს.
აშშ-ს პრეზიდენტმა, ჯო ბაიდენმა, ჩინეთის ლიდერი სი ძინპინი გააფრთხილა, რომ თუ ჩინეთი რუსეთს დაეხმარება, ამას შედეგები მოჰყვება.