უკრაინული გამოცემა UNIAN წერს, რომ უკრაინელმა ბებომ 8 რუსი სამხედრო ღვეზელებით მოწამლა. უკრაინის შს მინისტრის მრჩეველმა, ანტონ გერაშენკომ აუდიოჩანაწერი გამოაქვეყნა, რომელშიც ოკუპანტებისა და ქალის საუბარი ისმის.
"აქ საჭმელი არაფერი გვაქვს. გუშინ იხვი მოიპარეს. ვბომბავთ მაღაზიებს. ვშიმშილობთ!... ერთმა ბებიამ ღვეზელები მოიტანა - 8 კაცი თუთიის კუბოთი დაბრუნდა",- ისმის რუსი სამხედროს საუბარი.