ჟურნალისტს, რომელმაც პუტინის მიერ 2 მაღალჩინოსნის შინაპატიმრობაში გადაყვანაზე გაავრცელა ინფორმაცია, საიტი დაუბლოკეს

გამოქვეყნდა:

როსკომნადზორმა კიდევ რამდენიმე საიტი დაბლოკა - ამის შესახებ ინფორმაციას BBC ავრცელებს.

გამოცემის ცნობით, ამჯერად დაიბლოკა: Mediazona.Central Asia (გამოცემის მთავარი საიტი ადრეც იყო დაბლოკილი) და Agentura.ru.  ეს პლატფორმა ანდრეი სოლდატოვმა და ირინა ბოროგანმა შექმნეს, საიტი მოგვითხრობს, რა ხდება რუსეთის სპეცსამსახურებში.

11 მარტს ანდრეი სოლდატოვმა გამოაცხადა, რომ FSB-ის მე-5 განყოფილების ხელმძღვანელები, რომლებიც პასუხისმგებლები იყვნენ უკრაინაში პროპაგანდისტულ საქმიანობაზე და მოსახლეობაში რუსი "განმათავისუფლებლების" იდეისთვის ნიადაგის მომზადებაზე, პუტინმა შინაპატიმრობაში გადაიყვანა. 

ცნობისთვის, მე-5 განყოფილება „პოპულარიზაციას უწევს კრემლის დღის წესრიგს, ყველა არსებული საშუალების გამოყენებით, პოსტსაბჭოთა ქვეყნებში“ და „არა მხოლოდ მათში“. 

ამავე თემაზე:

 

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი