უკრაინისა და რუსეთის დელეგაციებს შორის მოლაპარაკების შემდეგი - მე-5 რაუნდი ხვალ გაიმართება. ამის შესახებ ინფორმაციას "უკრაინსკაია პრავდა" ავრცელებს.
გამოცემამ გამოაქვეყნა ინტერვიუ უკრაინული დელეგაციის წევრ დავით არახამიასთან. რადას ფრაქცია "ხალხის მსახურის" თავმჯდომარე ამბობს, რომ ექსპერტთა ჯგუფების დონეზე მოლაპარაკებები ყოველდღიურად მიმდინარეობს.