მზად ვარ პუტინთან მოლაპარაკებებისთვის, მაგრამ თუ წარუმატებელი იქნება, ეს შესაძლოა, მე-3 მსოფლიო ომს ნიშნავდეს - ზელენსკი

გამოქვეყნდა:

უკრაინის პრეზიდენტის, ვოლოდიმირ ზელენსკი აცხადებს, რომ ვლადიმერ პუტინთან მოლაპარაკებებისთვის მზად არის, თუმცა იქვე აღნიშნავს, რომ თუ მცდელობა წარუმატებელი იქნება, ორ ქვეყანას შორის ომი შესაძლოა "მესამე მსოფლიო ომში გადაიზარდოს".

"მე მზად ვარ მასთან [პუტინთან] მოსალაპარაკებლად. მე მზად ვიყავი უკანასკნელი ორი წლის განმავლობაში და ვფიქრობ, რომ მოლაპარაკებების გარეშე ამ ომს ვერ დავასრულებთ.

თუ 1%-იანი შანსი მაინც არსებობს ამ ომის შესაჩერებლად, ვფიქრობ, ჩვენ უნდა გამოვიყენოთ ეს შანსი. ჩვენ ეს უნდა გავაკეთოთ. მე შემიძლია გითხრათ ამ მოლაპარაკების შედეგი - ნებისმიერ შემთხვევაში, ჩვენ ყოველდღიურად ვკარგავთ ადამიანებს, უდანაშაულო ადამიანებს.

რუსი სამხედროები ჩვენს მოსასპობად, მოსაკლავად მოვიდნენ და ჩვენ შეგვიძლია დავამტკიცოთ ჩვენი ხალხისა და არმიის ღირსება, ჩვენ შეგვიძლია გავუმკლავდეთ ძლიერ ძალას, ჩვენ შეგვიძლია ვუპასუხოთ. თუმცა სამწუხაროდ, ჩვენი ღირსება ვერ შეინარჩუნებს სიცოცხლეს. ამიტომ, ვფიქრობ, ჩვენ ყველანაირი ფორმატი უნდა გამოვიყენოთ, ნებისმიერი შანსი მოლაპარაკებებისთვის, შესაძლებლობა პუტინთან სასაუბროდ. მაგრამ, თუ ეს მცდელობა წარუმატებელი იქნება, ეს შესაძლოა ნიშნავდეს, რომ ეს მესამე მსოფლიო ომია", - თქვა ზელენსკიმ CNN-თან ინტერვიუში.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი