ბოლო სამი დღის განმავლობაში პუტინის ომმა 3 ქართველი ჯარისკაცის სიცოცხლე შეიწირა. ეს ჩვენი სამშობლოსთვისაც და უკრაინისთვისაც ძალიან მძიმე დანაკრაგია, მარადიული ტკივილი მათი ოჯახებისთვის, მათი შვილებისთვის - ვინც ალბათ ყველაზე მეტად ენატრებოდათ ფრონტის ხაზზე გამაგრებულ ჯარისკაცებს.
დავით რატიანიც, გიორგი ბერიაშვილიც და ბახვა ჩიქობავაც ამჯერადაც საქართველოს სადარაჯოზე იდგნენ, ისევე როგორც 2008-ში და ყოველთვის, როცა ეს საქართველოს სჭირდებოდა. უკრაინაში ეს ბიჭები ჩვენი საერთო მტრის დასამარცხებლად წავიდნენ. იმ ძალის დასამარცხებლად, რომელიც განადგურებით არა მხოლოდ უკრაინას ემუქრება - არამედ ჩვენც.
ავტორი: ანა ასათიანი