მსახიობი, რომელმაც საკუთარ თავზე აიღო ჩერჩილის მისია, ოღონდ ამას იმაზე უფრო კარგად და ქარიზმატულად აკეთებს, ვიდრე ამას თავის დროზე თავად ჩერჩილი შეძლებდა.
ბოლო დღეების განმავლობაში არ დარჩენილა მსოფლიოში არც ერთი ქვეყანა, რომლის მოქალაქეებს თუ პოლიტიკურ ელიტას უკრაინის უცნაურად ჩაცმულ პრეზიდენტს არ მიემართოს. უცნაურად ამ პოლიტკურ წრეებში დამკვიდრებული ეტიკეტისთვის. არ დარჩენილა არც ერთი საღად მოაზროვნე ადამიანი, ვის გულამდეც მხიარულმა და საზრიანმა ზელენსკიმ უკრაინის ტრაგედია მთელი თავისი სიმძიმით არ მიიტანა.
დღეს რუსეთის პოლიტიკური ლიდერი უკრაინას მასობრივი განადგურების იარაღით ემუქრება და ასეთ დროს უკრაინა მტერს ჭეშმარიტად მასობრივი მოხმარების იარაღს უპირისპირებს - სიმართლეს.