ელენა კოსტიუჩენკო რუსი ჟურნალისტია. "ნოვაია გაზეტას" თვალი რუსეთ-უკრაინის ომში. ის ამჟამად უკრაინულ ქალაქ ნიკოლაევში იმყოფება და აღწერს ყველაფერს, რასაც საკუთარი თვალით ხედავს. რეალობა კი ისეთი შემზარავია, რომ სტატიას ასე ჰქვია - ნიკოლაევი 18 +.
ომის ქარ-ცეცხლში გახვეული უკრაინიდან ელენას მიერ მომზადებული რეპორტაჟები არამხოლოდ საინფორმაციო, არამედ, დიდი ალბათობით, ისტორიულ მნიშვნელობასაც შეიძენენ. რადგან, სწორედ, რუსი ჟურნალისტის მიერ, რომელსაც თავად რუსები, უკრაინელების მიმართ მიკერძოებულობაში ვერაფრით დაადანაშაულებენ, დაწერილ თითოეულ წინადადებას თუ გადაღებულ თითოეულ ფოტოს, რომელიც
რუსული არმიის მიერ ჩადენილ სისასტიკეს აღწერს და მათ სამხედრო დანაშაულში ამხელს, ბუნებრივია, უტყუარი მტკიცებულებების სახე ექნება და ჰააგის სასამართლოზე ოქროს ფასი დაედება.
რუსული აგრესიის ფორმა, რომელიც შესაძლოა ჟურნალისტისთვის მართლაც რთულად ამოსაცნობია, ცხადზე უცხადესია სამხედრე ექსპერტებისთვის ჭურვი, რომელიც ბევრ, მაგრამ პატარ-პატარა ნაწილებად ფეთქდება და ნამსხვრევებს დიდ ტერიტორიაზე ფანტავს, მთელს მსოფლიოში კასეტური ბომბის სახელით იცნობენ.
დიდი და თანაც გრძელვადიანი ზიანის გამო, რომლის მოტანაც, საომარი კონფლიქტების დროს, კასეტურ ბომბებს, მშვიდობიანი მოსახელეობისთვის შეუძლია, მათზე უარი არამხოლოდ ცივილიზებულმა, არამედ არაც თუ ისე ცივილიზებულმა 110-ზე მეტმა ქვეყანამ თქვა.
კასეტური ბომბების აკრძალვის თაობაზე, გაეროს 2008 წლის კონვენციას არც რუსეთი და არც უკრაინა ამ დრომდე არ არის მიერთებული. შესაბამისად, იმის დასადგენად ომის მონაწილე რომელი მხარე იყენებს კასეტურ ჭურვებს უკრაინული ქალაქებისა და მშვიდობიანი მოსახლეობის დასაბომბად, დამოუკიდებელი, გამომძიებელი ჟურნალისტების საერთაშორის ქსელმა “ბილინგქეთმა” ამ საკითხის საფუძვლიანი შესწავლა და მოძიებული მასალის დოკუმენტირება დაიწყო.
კასეტური ბომბების წვიმის ამსახველი ვიდეომტკიცებულება, თან ერთვის სტატიას, რომელიც “ბილინგქეთმა” ომის დაწყებიდან მეოთხე დღეს გამოაქვეყნა. მანქანა, რომელიც დაბომბვაში მოჰყვა ქალაქ ხარკოვში, დასახლებულ უბანში უშუალოდ ბავშვთა საავადმყოფოს სიახლოვეს მოძრაობდა.
კასეტური ბომბების დანიშნულებაც, სწორედ, გაშლილ ფრონტის ხაზზე მტრის ცოცხალი ძალის მწყობრიდან გამოყვანა ან განადგურებაა, თუმცა რადგან რუსეთისთვის უკრაინის ნებისმიერი მოქალაქე: ბავშვი იქნება ის, ქალი თუ მოხუცი დაუძინებელი მტერია, მათ განადგურებას, არც ომისა და არც სხვა რომელიმე მორალური თუ ჰუმანური კანონის დარღვევით ერიდება.