რუსეთი მარიუპოლის დანებებას ითხოვს და უკრაინას ვადას ადგილობრივი დროით 05:00 საათამდე აძლევს

გამოქვეყნდა:

რუსეთი უკრაინას მარიუპოლის დანებებას სთხოვს და ამისათვის ვადას ადგილობრივი დროით, 21 მარტის დილის 5 საათამდე უწესებს. ინფორმაციას რუსული პროპაგანდისტული მედია РИА Новости ავრცელებს:

"დაჟინებით ვითხოვთ ოფიციალურ წერილობით პასუხს უკრაინის მხრიდან ხვალ, ანუ 21 მარტის დილის 5 საათამდე ყველაფერ ჩამოთვლილზე, მათ შორის რუსეთის ფედერაციის ჰუმანიტარულ შემოთავაზებებზე, მარიუპოლელებისა და ქალაქის ინფრასტრუქტურის გადარჩენის სახელით...

კიევის ოფიციალურ ხელისუფლებას მოვუწოდებთ კეთილგონიერებისა და ადრე გაცემული ბრძანების გაუქმებისკენ, რომელიც ბოევიკებს თავის გაწირვას ავალდებულებდა და აიძულებდა "მარიუპოლის წამებულები" გამხდარიყვნენ, - ამბობს რუსეთის თავდაცვის მართვის ეროვნული ცენტრის მეთაურის გენერალ-პოლკოვნიკი მიხაილ მიზინცევი.

რუსული მხარე ამბობს, რომ უკრაინის დადებითი პასუხის შემთხვევაში, ჰუმანიტარული დერეფანი დილის 10 საათიდან გაიხსნება. РИА -ს ცნობით, "სამინისტრომ დადო პირობა", რომ თუ უკრაინელი სამხედროები და უცხოელი მოხალისეები იარაღს დაყრიან და დანებდნებიან, მარიუპოლიდან უსაფრთხოდ გასვლის საშუალება მიეცემათ.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი