კიევში კვირას საცხოვრებელ კორპუსა და სავაჭრო უბანზე თვდასხმის შედეგად სულ მცირე 4 ადამიანი დაიღუპა.
თავის Telegram-ის არხზე გამოქვეყნებულ პოსტში დედაქალაქის მერმა ვიტალი კლიჩკომ თქვა, რომ მაშველები ჯერ კიდევ ცდილობენ დიდი ხანძრის ჩაქრობას.
სასწრაფო დახმარების სამსახურების მიერ გამოქვეყნებულ სურათებზე ჩანს, რომ სამაშველო ოპერაცია მიმდინარეობს კიევის სავაჭრო ცენტრში.
პოდოლსკის რაიონში მდებარე სავაჭრო ცენტრის დაბომბვის შედეგად ხანძარი დაალხლოებით 1500 კვადრატულ მეტრ ფართობზე გავრცელდა.
საჰაერო იერიში მიიტანეს მაკაროვის რაიონზეც, დაბომბვას 7 ადამიანი ემსხვერპლა, 5 კი დაიჭრა.