სუმის რეგიონის გუბერნატორი აცხადებს, რომ ქიმიური საწარმოდან ამიაკმა გაჟონა. მან მოსახლეობა გააფრთხილა, რომ დაბინძურების რადიუსი 5 კილომეტრია და ამ მანძილზე მყოფმა პირებმა ტერიტორია უნდა დატოვონ.
მან პოსტი Telegram არხზე გამოაქვეყნა, თუმცა არ დაუკონკრეტებია რამ გამოიწვია გაჟონვა.
სუმი ჩრდილო-აღმოსავლეთით მდებარე ქალაქია და ის ალყაშია მოქცეული.