საზღვაო შეტაკებები ოდესაში - რუსი ოკუპანტები საპორტო ქალაქს ახლა ზღვიდან უტევენ. გავრცელებული ცნობებით, იყო რამდენიმე საარტილერიო გასროლაც.
ოდესაზე საზღვაო შეტაკებები ამ წუთებშიც მიმდინარეობს. დაახლოებით 2 საათის წინ ზღვას ოკუპანტების გემები მიადგა. უკრაინელებმა ოდესაში სულ მცირე 4 სამხედრო გემი დააფიქსირეს. გავრცელებული ინფორმაციით, რუსები მსხვილკალიბრიან იარაღს იყენებენ.
უკრაინული მედიის ცნობით, განადგურებულია რუსეთის ერთი სამხედრო გემი. ხოლო იერიშის შედეგად მსხვერპლის შესახებ ინფორმაცია არ ვრცელდება.