კიევში, პოდოლსკის რაიონში სავაჭრო ცენტრის დაბომბვისას მინიმუმ რვა ადამიანი დაიღუპა - ამის შესახებ ინფორმაციას გენერალური პროკურატურა ავრცელებს.
"დაბომბვისა და ხანძრის შედეგად სავაჭრო ცენტრი განადგურდა. დაზიანებულია მიმდებარე საცხოვრებელი კორპუსების ფანჯრები და იქვე გაჩერებული მანქანები. წინასწარი მონაცემებით, დაიღუპა რვა ადამიანი",- ნათქვამია განცხადებაში.
უწყების ცნობით, დადგინდა, რომ 2022 წლის 20 მარტის საღამოს, რუსეთის ფედერაციის შეიარაღებულმა ძალებმა, საერთაშორისო კანონმდებლობით აკრძალული საბრძოლო საშუალებების გამოყენებით, რაკეტები გაისროლეს დედაქალაქის პოდოლსკის რაიონში.
იხილეთ ასევე: