"ქართულ ეპოსში არსებობდა ერთი ლიტერატურული გმირი, დათა თუთაშხია, რომელიც რუსულ წყეულ ცარიზმს ებრძოდა..." | არესტოვიჩი

გამოქვეყნდა:

რუსებს დათა თუთაშხიას კონსპირაციული წესით მიხედვით უნდა დავუპირისპირდეთ - ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტის ადმინისტრაციის წარმომადგენელმა ვიდეომიმართვაში ისაუბრა. ალექსეი არესტოვიჩის თქმით, ქართველი ლიტერატური გმირის წესი ზუტად ის არის, რაც უკრაინელებს სჭირდებათ.

მეგობრებო, პრობლემამ უკვე მიიღო ის ფორმა როდესაც, მას ყურადღება უნდა მივაქციოთ. ქართულ 
ეპოსში არსებობდა ერთი ლიტერატურული გმირი, დათა თუთაშხია, რომელიც რუსეთის წყეულ ცარიზმს ებრძოდა. მის შესახებ თავის დროზე ნამდვილად კარგი სერიალი გადაიღეს.

დათა თუთაშხიას თავისი კონსპირაციული წესი ჰქონდა, რომელიც ასე ჟღერდა: თუ დაგინიშნეს შეხვედრა, მიდი ან ერთი დღით ადრე, ან ერთი დღით გვიან. ერთი დღით გვიან ყოველთვის დარჩები ცოცხალი". ზუსტად ეს წესი უნდა გამოვიყენოთ ჩვენი პოზიციების ან რუსული იერიშების შედეგად ჩვენს დაბომბილ ქალაქებთან ან პოზიციებთან მიმართებით.

მესმის, რომ ყველას უნდა სწრაფად გადაიღოს სურათი და თქვას, რომ ღმერთო რა საშინელებაა, ბომბი ჩამოვარდა, მაგრამ იცოდეთ რომ ან ქმედებით მტერს საქმეს კიდევ უფრო უმარტივდება. იმიტომ რომ ცეცხლის გახსნამდე, ჯერ ობიექტის მიზანში ამოღება ხდება, შემდეგ დაზვერვა მოქმედებს და ბოლო ნაბიჯი უკვე იერიშებია. ასე რომ მტერს საქმე არ გაუმარტივოთ, - ამბობს არესტოვიჩი.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი