უკრაინის სამხედრო მომარაგებისთვის ევროკავშირი ფინანსურ დახმარებას 1 მილიარდ ევრომდე გაზრდის

გამოქვეყნდა:

ევროკავშირი უკრაინის მხარდასაჭერად ფინანსურ დახმარებას გაზრდის და ქვეყანას დამატებით იარაღს მიაწვდის. ამის შესახებ გერმანიის ფინანსთა მინისტრმა თქვა.

"სამხედრო ტექნიკის შესყიდვისთვის ფინანსებს 1 მილიარდ ევრომდე გავზრდით, იმისთვის, რომ ნათლად გამოვხატოთ ჩვენი სოლიდარობა უკრაინის მიმართ. ჩვენ მხარს ვუჭერთ უკრაინაში მშვიდობიანი მოსახლეობის დაცვას",-თქვა ანალენა ბაერბოკმა.

გერმანია ასევე უზრუნველყოფს, რომ გერმანელი მწარმოებლებისგან იარაღის გაყიდვები განხორციელდება რაც შეიძლება სწრაფად

"უკრაინას სჭირდება დამატებითი იარაღი. ეს სიკვდილ-სიცოცხლის საკითხია, ჩვენ ომის შუაში ვართ და ამიტომ სიფრთხილეა საჭირო იმაზე, თუ რომელი იარაღი უნდა მივიტანოთ და სად. რუსეთის მთავრობა აგრძელებს თავის რიტორიკას ბირთვულ იარაღთან დაკავშირებით, ისევე როგორც NATO-ს ტერიტორიაზე",-თქვა მან.

ბაერბოკმა ასევე აღნიშნა, რომ ალიანსმა თავიდან უნდა აირიდოს ომის სხვა ქვეყნებში გავრცელება. 

"ჩვენ გვაქვს პასუხისმგებლობა უკრაინელების მიმართ, მაგრამ ასევე ჩვენ გვაქვს პასუხისმგებლობა 450 მილიონი ევროპელისა და მათ მიმართ, ვინც NATO-ს წევრია", - თქვა ბაერბოკმა.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი