კრემლის სასტიკი ანგარიშსწორება და დაღუპული მშვიდობიანი მოსახლეობა | პუტინის ომის 26-ე დღე უკრაინაში

გამოქვეყნდა:

პუტინის არმიის მიერ სასაკლაოდ ქცეულ მარიუპოლში სახელდახელო საფლავებს თხრიან. უწყვეტი იერიშების შედეგად მოკლულ მშვიდობიან მოსახლეობას პირდაპირ ქალაქის ქუჩებში კრძალავენ. 21 დღის განმავლობაში ალყაშემორტყმული ქალაქიდან გამოსვლას თითქმის ვერავინ ახერხებს.

ერთადერთი ადგილი, სადაც მოსახლეობა შედარებით უსაფრთხოდაა, მიწისქვეშა ბუნკერებია, თუმცა აქ ყოფნის დროც იწურება. საკვებისა და სასმელი წყლის მარაგი აღარ არსებობს, საოკუპაციო ძალები კი ქალაქში ჰუმანიტარულ ტვირთს აუშვებენ.

განსაკუთრებით შემზარავი იყო დღეს ხერსონში საოკუპაციო ძალების სისხლიანი ანგარიშსწორება მშვიდობიანი მოსახლეობის წინააღმდეგ, რომელმაც რუსული ოკუპაცია აქციაზე გააპროტესტა. ქალაქის მთავარ მოედანზე, სადაც პუტინის ჯარმა ხალხს დამიზნებით ესროლა, ამ დრომდე სისხლის გუბეებია.

უკრაინის დედაქალაქი ისევ მუდმივი შეტევების ეპიცენტრია. დაბომბილია უმსხვილესი სავაჭრო ცენტრი, რის შდეგადაც 8 ადამიანია მოკლული. ამავე რაიონში ოკუპანტებმა იერიში მიიტანეს საცხოვრებელ კორპუსებზე სკოლებსა და ბაღებზე. 

ავტორი: ზურა პეტროსიანი

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი