უკრაინაში სამხედრო ინტერვენცია კრემლის დიქტატორს შესაძლოა სიცოცხლის ფასად დაუჯდეს. რუსეთის პოლიტიკური ელიტა და გავლენიანი ბიზნესმენები ვლადიმერ პუტინის განეიტრალების გეგმაზე მუშაობენ.
ამ ინფორმაციას უკრაინულ დაზვერვაზე დაყრდნობით, თავდაცვის სამინისტრო ავრცელებს და კონკრეტულ გვარსაც ასახელებს, ვინ შეიძლება ჩაიბაროს პუტინის შემდეგ რუსეთის მართვის სადავეები.
წარუმატებელი სამხედრო ოპერაცია და კოლოსალური ფინანსური ზარალი, რაც რუსეთის იზოლაციას მოყვა, ასეთი შედეგი გავლენიანი ოლიგარქებისთვის მოულოდნელი იყო, რომლებიც ყოველდღიურად სწირავენ პუტინის ამბიციებს საკუთარ ქონებას.